ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი აბაშიშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ბათუმი, 8 ივნისი

ღონისძიებები

8 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ბათუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი აბაშიშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: როგორ ვაქციოთ საყვარელი საქმიანობა პროფესიად.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

გიორგი აბაშიშვილის შესახებ

გიორგი აბაშიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია მიმდინარე წლის აპრილიდან. ამავდროულად არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში და მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი მართვისა და განვითარების მიმართულებით.

გიორგი აბაშიშვილი 2009 წლიდან ლექციებს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. 2014 წლიდან იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში;  2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

დრო: 13:00 საათი, 8 ივნისი

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები