ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი აბაშიშვილის ლექცია: „მოტივაცია და საკუთარი თავის მართვა-განვითარება "SALE"-ის გარეშე“

ღონისძიებები

8 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გიორგი აბაშიშვილის ლექციაზე: „მოტივაცია და საკუთარი თავის მართვა-განვითარება "SALE"-ის გარეშე“.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი აბაშიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია მიმდინარე წლის აპრილიდან. ამავდროულად არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში და მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი მართვისა და განვითარების მიმართულებით. 2009 წლიდან ლექციებს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. 2014 წლიდან იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში;  2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 7 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/Ai9B8SMmVSBdebqc6

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 16:45 საათი

დრო: 8 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი



ბანერები