ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიგლა მიქაუტაძის საჯარო ლექციაზე: „სახელმწიფო საწარმოები - ეკონომიკის მეტასტაზები“

ღონისძიებები

31 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, გიგლა მიქაუტაძის საჯარო ლექციაზე: „სახელმწიფო საწარმოები - ეკონომიკის მეტასტაზები“.

მომხსენებლის შესახებ

გიგლა მიქაუტაძე მაგისტრის ხარისხის მფლობელია ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მან განათლება გერმანიისა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო; მუშაობდა გერმანიის ბუნდესტაგში დეპუტატის თანაშემწედ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იმყოფებოდა ტრენინგებზე იაპონიაში, ტაილანდსა და ხორვატიაში. კითხულობს ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 31 მაისს, 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/kvQg1URJHFP5C3qe9

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 17:50 საათი.

ლექციის დრო: 31 მაისი, 18:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები