ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიგა ზედანიასა და ემზარ ჯგერენაიას შეხვედრა აბიტურიენტებთან – ზუგდიდი, 31 მარტი

ღონისძიებები

31 მარტს, 12:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში (მეუნარგიას N6), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია და პროფესორი ემზარ ჯგერენაია აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავენ და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავენ თემაზე: არჩევანის ფილოსოფია და სოციოლოგია.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ.

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

გიგა ზედანიას შესახებ

გიგა ზედანია 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია; 2006 წლიდან დღემდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ასოცირებული პროფესორი, ხოლო შემდეგ – სრული პროფესორი; სხვადასხვა დროს მას ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. იგი ფლობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს.

ემზარ ჯგერენაიას შესახებ

ემზარ ჯგერენაია 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2000-2003 წლებში მონაწილეობდა ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებულ კვლევით სემინარებში, რომელთა მიზანი იყო დოქტორანტებისათვის კვლევაში დახმარება და დოქტორანტებს შორის სამეცნიერო იდეების გაცვლა. 2002 წელს იყო ბაიროიტის უნივერსიტეტის (გერმანია) მკვლევარი. 2012–2015 წლებში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევით პროექტში: „საქართველოს სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა –ა ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh 

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! 
#მევირჩევილიაუნის

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 

 

ბანერები