ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიგა ზედანიას წიგნის „რეპრესირებული აზრი. კონსტანტინე მეგრელიძის სოციალური თეორია“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში" გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიგა ზედანიას  წიგნის „რეპრესირებული აზრი. კონსტანტინე მეგრელიძის სოციალური თეორია" პრეზენტაცია. 

კონსტანტინე მეგრელიძე (1900-1944) გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მოაზროვნეა. წიგნში განხილულია მისი თეორია სტალინიზმის ეპოქის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის კონტექსტში. გამოკვლევა ეფუძნება აქამდე უცნობ საარქივო მასალებს და ცდილობს, სააშკარაოზე გამოიტანოს ტერორის ნიშნით აღბეჭდილი ტექსტების ლოგიკა და შინაგანი კონფლიქტები. 

დრო: 29 დეკემბერი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი "ლიგამუსი", ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები