ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - გიგა ზედანია: ფოლკნერი ანუ დროის სიძულვილი

ღონისძიებები

30 აპრილს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ლიგამუსი, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს უნივერსიტეტის რექტორ, ფილოსოფოს გიგა ზედანია. მომხსენებელი უილიამ ფოლკნერის რომანის ”დროშები მტვერში“ შესახებ ისაუბრებს. რომანი, რომელიც ზაზა ჭილაძემ თარგმნა, ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ფინალისტია.

ფოლკნერს ზოგჯერ "ამერიკელ შექსპირად" მოიხსენიებენ. XXI საუკუნის გადმოსახედიდან, იგი არა მხოლოდ გასული საუკუნის საუკეთესო ამერიკელ მწერლად გვევლინება, არამედ, ალბათ - საუკეთესო მწერლად მთლიანად ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში. 

ლექცია დაეთმობა ფოლკნერის ზაზა ჭილაძის მიერ ქართულად თარგმნილ რომანს "დროშები მტვერში" - სრულ ვარიანტ წიგნისა, რომელსაც მკითხველი აქამდე იცნობდა სათაურით "სარტორისი". ეს ფოლკნერის რიგით მესამე რომანია, მაგრამ პირველი, რომელშიც მოქმედება მწერლის მიერ გამოგონილ იოკნაპატოფას ოლქში ხდება. ესაა რომანი, რომსაც მოსდევს "ხმაურ და მძვინვარება"  წიგნი, რომელშიც პირველად გამოვლინდა ფოლკნერის, როგორც მწერლის, ლიტერატურული შესაძლებლობები, წიგნი, რომელშიცერთი ოჯახის ქრონიკის ფორმა გამოყენებულია, როგორც მეტაფორა ქვეყნისა და სამყაროს სტრუქტურის აღსაწერად: ისევე, როგორც ეს მოხდება ფოლკნერისავე რომანში"აბესალომ! აბესალომ!" ან გარსია მარკესის რომანში "მარტოობის ასი წელიწადი".

დრო: 30 აპრილ 19:00 საათ

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები