ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია სემინარი: „თანამედროვე ენერგეტიკული გამოწვევები და ბიოსაწვავის განვითარება საქართველოში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა“

ღონისძიებები

30 ივნისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, გაიმართება ღია სემინარი: „თანამედროვე ენერგეტიკული გამოწვევები და ბიოსაწვავის განვითარება საქართველოში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა“.

სემინარი ჩატარდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ბიოსაწვავის განვითარება საქართველოში - პროექტი ეკობუსი“ - ფარგლებში.

სემინარზე განხილული იქნება საქართველოს და რეგიონის აქტუალური ენერგეტიკული და ეკოლოგიური პრობლემების და გამოწვევების ფონზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა საქართველოში ალტერნატიული, განახლებადი, საკუთარი წარმოების ბიოსაწვავის განვითარების შესახებ.

სემინარზე მოწვეული არიან სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.

მომხსენებლები: კახა ქარჩხაძე და არჩილ მაღალაშვილი.

სემინარის დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.

დრო: 30 ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები