ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გია ნოდია - რელიგია დემოკრატიულ პოლიტიკაში

ღონისძიებები

13 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, გია ნოდია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - რელიგია დემოკრატიულ პოლიტიკაში.

საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.

პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.  

ტოლერანტობის სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას.

ტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას. ლექციებს წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია.

ტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 13 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

ბანერები