ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გია მაჩაბელი: "კიბორჩხალას ნისლეულის მაღალსიხშირული გამოსხივება"

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015.

კვირეულის ფარგლებში, 14 ნოემბერს, 13:00 საათზე, ”ექსპო ჯორჯიას”, მე-4 და მე-5 საგამოფენო პავილიონებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, ემერიტუსი გია მაჩაბელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:  "კიბორჩხალას ნისლეულის მაღალსიხშირული გამოსხივება".

კიბორჩხალას ნისლეული ჩვენი გალაკტიკის ყველაზე გამორჩეული ობიექტია. ის ყველა ჩვენთვის მისაწვდომ დიაპაზონში ასხივებს და მის მიერ გამოსხივებული სიმძლავრე რეკორდულია. ამავე დროს, ის ჩვენი გალაკტიკის ყველაზე "ახალგაზრდა" ობიექტია, ჯერ 1000 წლისაც არ არის. მისდამი ინტერესი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს: ასტრონომებს, ქიმიკოსებს, ისტორიკოსებს და ყველა განხრის ფიზიკოსებს. კიბორჩხალას ნისლეულის შესწავლამ მეცნიერება უდიდეს ფუნდამენტურ აღმოჩენებამდე მიიყვანა. 

ბოლო ხანებში მეტად განვითარდა მაღალსიხშირული ასტრონომიის დაკვირვების ტექნიკა. ამას მოჰყვა მეტად საინტერესო აღმოჩენები, რომლებიც ახსნას მოითხოვენ. 

ლექცია ადრეულ აღმოჩენებსა და ახალ გამოწვევებს ეხება. 

დრო: 14 ნოემბერი,13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ”ექსპო ჯორჯიას” მე-4 და მე-5 საგამოფენო პავილიონები (წერეთლის გამზ. №118)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები