ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გია მაჩაბელი ილიაუნის სამეცნიერო კაფეში

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით, 4 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორთან, ემერიტუს გია მაჩაბელთან.

შეხვედრის თემა: “გალაქტიკის შუქურა - პულსარი და კიბორჩხალას ნისლეული“
შეხვედრის მოდერატორი: დავით თარხნიშვილი

მიიჩნევა, რომ ჩვენ გალაქტიკაში არ არსებობს სხვა ისეთი ობიექტი, რომლის აღმოჩენასაც ისეთი მძლავრი ზემოქმედება მოეხდინოს ასტროფიზიკურ კვლევებზე, როგორიც კიბორჩხალას ნისლეულს. ის ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის მესიეს ცნობილ კატალოგშია შესული და მისდამი ინტერესი დღითი დღე იზრდება. აღმოჩნდა, რომ კიბორჩხალას ნისლეული ჩვენი გალაქტიკის ყველაზე გამორჩეული ობიექტია. ის თანამედროვე საშუალებებით გაზომილ ყველა დიაპაზონში ასხივებს რადიოტალღებიდან ძალიან ხისტ გამა-გამოსხივებამდე და ამ გამოსხივების სიმძლავრე გალაქტიკაში რეკორდულია. მკვლევრების მთავარი კითხვა სწორედ ენერგიის წყაროს შეეხებოდა. პასუხი ამ კითხვაზე შესაძლებელი გახდა მას მერე, რაც კემბრიჯის რადიოტელესკოპზე აღმოაჩინეს მეტად უცნაური ობიექტი - პულსარი, რამაც კიბორჩხალას ნისლეულისადმი ინტერესი გააათკეცა. მოხსენება ამ ობიექტებს და მათ კვლევაში ქართველი მეცნიერების წვლილს შეეხება.

გელოდებით ყავისა და ჩაის თანხლებით საინტერესო შეხვედრაზე.

შეხვედრის დრო: 4 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

ბანერები