ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია ლექცია – ნარატივდიზაინი

ღონისძიებები

თუ ფიქრობ, რომ დროა პროფესია შეიცვალო და კიბერსამყაროში მოგზაურობა სცადო, მაშინ 23 მაისს, 20:00 საათზე, დაესწარი უნილაბის კურსდამთავრებულების ნინი ჯინჯიხაძისა და ბარბარე ჭილაშვილის ღია ლექციას ნარატივდიზაინის შესახებ.ლექციაზე გაიგებ:

  • რა არის ნარატივდიზაინი;
  • ვინ არიან და რას ქმნიან ნარატივდიზაინერები;
  • რას გულისხმობს ნარატივდიზაინი საქართველოში და ქართული „ჩეთბოტები“;
  • რატომ დაინტერესდნენ უნილაბის ნარატივდიზაინის კურსით;
  • რა გამოცდილება მიიღეს კურსზე.

ისინი გაგაცნობენ თავიანთ საფინალო ნამუშევრებს, რომლების შექმნაშიც კურსზე დაგროვებული ცოდნა დაეხმარათ.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი შენთვის საინტერესოა, მაშინ შეგიძლია დაესწრო შეხვედრას, დასვა ნებისმიერი შეკითხვა და უფრო მეტი გაიგო მომავლის პროფესიის – ნარატივდიზაინის შესახებ. 

გელოდებით უნილაბის Facebook- გვერდზე: https://www.facebook.com/UniLabEdu

2021 წელი

ბანერები