ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია კარის დღე - ტექნოლოგიის სკოლა

ღონისძიებები

2 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე.

ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები და სტუდენტები გაგაცნობენ ამომწურავ ინფორმაციას სკოლის შესაძლებლობებისა და სწავლის შესახებ. შეხვედრაზე ასევე გაეცნობით ტექნოლოგიის სკოლის პროგრამებს, ესენია:

  • მათემატიკა
  • არქიტექტურა
  • კომპიუტერული ინჟინერია
  • სამოქალაქო ინჟინერია (ქართული/ინგლისური)
  • კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისური)
  • ელექტრული ინჟინერია (ინგლისური)

სკოლაში დარგის ღრმა ცოდნასთან ერთად შეიძენთ თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით დასაქმების, კარიერული განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველია.

სწავლის დროს გექნებათ თანამედროვე ლაბორატორიებში მუშაობის, კვლევებში, სტუდენტურ კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობის, ერთი ან რამდენიმე სემესტრი საზღვარგარეთ სწავლისა და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში პრაქტიკის გავლის საშუალება.

დრო: 16:00-18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე https://forms.gle/mpNxesgzQvfNEbs88

ინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI

შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

2024

 

ბანერები