ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია კარის დღე – სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები

ღონისძიებები

27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართება ღია კარის დღე და საინფორმაციო შეხვედრები.

სამოქალაქო ინჟინერიის განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

მოსწავლეები გაეცნობიან პროგრამის სტრუქტურას, სწავლების ფორმატსა და მეთოდებს, მიღების პროცედურებს, ინფორმაციას გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. დასასრულს შეუძლიათ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ტექნოლოგიის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით სამოქალაქო ინჟინერიით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მთელი საქართველოდან:

შეხვედრების განრიგი:

  • 27 მარტი, 16:00 საათი – თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
  • 28 მარტი, 16:00 საათი – გურჯაანის ტექნოპარკი, ქ. გურჯაანი, კოსტავას ქუჩა;
  • 29 მარტი, 16:00 საათი – თელავის ტექნოპარკი, ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11;
  • 30 მარტი, 14:00 საათი – ახმეტის ტექნოპარკი, ქ. ახმეტა, ჭანტურიას ქ. N1;
  • 31 მარტი, 14:00 საათი – კასპის ტექნოპარკი, ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქუჩა;
  • 1 აპრილი, 16:00 საათი – ქუთაისი, სასტუმრო „ბაგრატის“ საკონფერენციო დარბაზი;
  • 2 აპრილი, 12:00 საათი – ზუგდიდის ტექნოპარკი, ქ. ზუგდიდი, ლაღიძის ქ. N1;
  • 2 აპრილი, 17:30 საათი – ოზურგეთის ტექნოპარკი, ქ. ოზურგეთი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N5;
  • 3 აპრილი, 16:00 საათი – ბათუმის ტექნოპარკი, ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15.
2023 წელი
ბანერები