ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია კარის დღე ილიაუნიში

ღონისძიებები

”ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ ილიაუნის შესახებ” - 18 და 25 თებერვალს, 12.00 საათზე, A101 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ.32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეები ჩატარდება. აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ფაკულტეტების დეკანები და პროფესორები უმასპინძლებენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მიიღონ მათთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია მიღების წესებთან, სასწავლო პროცესთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ისინი ასევე გაეცნობიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2011 წელს განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებსა და 2012 წლის გეგმებს.

ბანერები