ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის

ღონისძიებები

სულ რაღაც 10 დღეში საქართველოს აბიტურიენტებისათვის აქტიური ძიების პერიოდი დაიწყება.

საერთო ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელს ცოტა განსხვავებული მეთოდით ტარდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას და როგორ აირჩევენ ახალგაზრდები ამ პერიოდში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ღია კარის დღე 2 თებერვალს, 12:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში(ი.ჭავჭავაძის # 32) ჩატარდება. სტუმრებს ექნებათ საშუალება, გაესაუბრონ ფაკულტეტების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ყველა ფაკულტეტისა და სპეციალობის შესახებ, ასევე სასწავლო პროცესთან დასტუდენტურ აქტივობებთან დაკავშირებით.
ფაკულტეტის წარმომადგენლები სტუმრებს გააცნობენ როგორც უნივერსიტეტში მიღების, ასევე მომავალი პროფესიის არჩევის წესებს, ისაუბრებენილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოლო დროის მიღწევების და სამომავლო გეგმების შესახებ.

ბანერები