ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მთარგმნელი გია გოკიელი „ელისის” შესახებ

ღონისძიებები

21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. კლუბის სტუმარი, მთარგმნელი გია გოკიელი, ისაუბრებს შემდეგ თემებზე: „ელისის თავგადასავალის“ 150 წლისთავის აღნიშვნა მსოფლიოში; „ელისის“ მნიშვნელობა და კვალი მსოფლიო ლიტერატურაში; „ელისის“ ავტორის შესახებ: ჩარლზ დოჯსონი და ლუის კეროლი - ანტიპოდები; „ელისის“, როგორც ზღაპრის, თავისებურებები; „ელისი“, როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად რთული წიგნი სათარგმნელად და თარგმნის სირთულეები.

შეხვედრის დრო: 21 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები