ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის საჯარო ლექცია „1989+30 – გერმანიის გაყოფა და გაერთიანება“

ღონისძიებები

14 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „1989+30 – გერმანიის გაყოფა და გაერთიანება“.

2019 წელს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი სრულდება. ელჩი კნირში ისაუბრებს გერმანიის ომის შემდგომი გაყოფისა და ხელახალი გაერთიანების ისტორიაზე. განიხილავს ამ პროცესების საერთაშორისო, დიპლომატიურ და სამართლებრივ ასპექტებს, მათ შორის არაღიარების საკითხს, ხელშეკრულებებს გერმანიის ფედერაციულ, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს შორის, ასევე ხელახალი გაერთიანების საერთაშორისო ჩარჩოს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები