ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გერმანელი პროფესორის, ინგო აილკსის, ვიზიტი ილიაუნიში

ღონისძიებები

2016 წლის 1-7 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს, „SALiS“, ERASMUS+ ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ეწვევა ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი, ბუნებისმეტყველებისა და ქიმიის მასწავლებლებისთვის 500-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი, ინგო აილკსი. ის გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, 2004 წლიდან კი ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორია და ბუნებისმეტყველების დიდაქტიკის ინსტიტუტში ქიმიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. პროფესორი აილკსს რეგულარულად იწვევენ საბუნებისმეტყველო განათლების კონფერენციებზე მოხსენების წასაკითხად. იგი მრავალი სამეცნიერო ჯილდოს ავტორია და აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტებში. კერძოდ: იყო TEMPUS-ის პროექტ SALiS-ის მონაწილე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით განხორციელდა 2010-2012 წლებში, ამჟამად კი ხელმძღვანელობს ERASMUS-ის პროექტ ARTIST-ის კონცორციუმს, რომლის წევრიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

პროფესორი აილკსი იმუშავებს ილიაუნის განათლების სკოლის პროფესორებთან, წაიკითხავს საჯარო ლექციას განათლების სპეციალისტებისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისათვის, იმუშავებს უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან.

პროფესორ აილკსის ვიზიტის პროგრამა

შეხვედრა განათლების სკოლასთან

შეხვედრის თემა: მასწავლებელთა განათლება გერმანიაში და პრაქტიკული კვლევის დანერგვა

დრო: 3 ოქტომბერი, ორშაბათი, 11.00 საათი

ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია

ლექციის თემა: ბუნებისმეტყველების სწავლება ლანს არმსტრონგიდან დენის როდმანამდე - სწავლების თანამედროვე მიდგომები

დრო: 4 ოქტომბერი, სამშაბათი, 17.00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციის ენა: ინგლისური (ქართული თარგმანის თანხლებით).

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები