ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გერმანელი ფილოსოფოსის, რიუდიგერ საფრანსკის, მოხსენება

ღონისძიებები

2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე გერმანელ ფილოსოფოსთან და ლიტერატურის თეორეტიკოსთან, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორთან, რიუდიგერ საფრანსკისთან (Rüdiger Safranski).

რიუდიგერ საფრანსკი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი ინტელექტუალია, ცნობილი - თავისი მონოგრაფიებით რომანტიზმის, გოეთესა და შილერის, ნიცშეს, შოპენჰაუერის, ჰაიდეგერის შესახებ. მრავალი ლიტერატურული პრიზისა და სამეცნიერო ჯილდოს ავტორი გერმანულენოვანი აუდიტორიისათვის აგრეთვე ცნობილია, როგორც თანაწამყვანი გერმანიის ერთ-ერთი საზოგადოებრივი ტელევიზიის (ZDF) გადაცემისა „ფილოსოფიური კვარტეტი“ (Philosophisches Quartett), რომელიც ფილოსოფიური და ეთიკური პრობლემების შესახებ დებატებს ეძღვნება.

ქართველ აუდიტორიასთან შეხვედრის ფარგლებში სტუმარი ისაუბრებს თავის მონოგრაფიაზე „ბოროტება, ანუ თავისუფლების დრამა“ (Das Böse oder Das Drama der Freiheit, 1997). მონოგრაფიაში განხილულია ბოროტების ცნების შესახებ თეოლოგიური და ფილოსოფიური დისკურსები ანტიკური და ბიბლიური დროიდან თანამედროვეობამდე; გამოკვლეულია ბოროტებასა და ადამიანის თავისუფლებას შორის კავშირის კონცეპტუალიზების ისტორია. სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი უახლოეს მომავალში გამოსცემს საფრანსკის ამ მნიშვნელოვანი მონოგრაფიის ქართულ თარგმანს.
შეხვედრა დასრულდება რიუდიგერ საფრანსკისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტულის მინიჭების ცერემონიით.

დრო: 2 ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები