ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გელა ბანძელაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

ღონისძიებები

29 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, გელა ბანძელაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

საღამოზე მოეწყობა საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი კრებულის „გელა ბანძელაძე – ლეგალური ოპოზიცია“ პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ქართული ფილოსოფიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ეთიკური აზროვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ გელა ბანძელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგიერთ ეპიზოდს, რომელიც ავტორიტარული მმართველობის პერიოდში არაერთგვაროვან შეფასებებს იმსახურებდა.

კრებული მოზადებულია გელა ბანძელაძის ოჯახის წევრების მიერ მეცნიერის სამეცნიერო შრომების, დოკუმენტური და მხატვრული ჩანაწერების, ასევე მისი მეგობრების მოგონებების საფუძველზე.

საიუბილეო საღამოს გაუძღვება გელა ბანძელაძის ქალიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარი ბანძელაძე. მონაწილეობას მიიღებენ გელა ბანძელაძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.

დრო: 29 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები