ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გაზიანი სასმელების ბაზარი –შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

20 ივნისს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2, ყოფილი უცხო ენების კორპუსის უკან, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის – ,,უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ბაზარი – თბილისი’’ – შედეგების პრეზენტაცია.

კვლევის მიზანია, გამოავლინოს თბილისში პოპულარული უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი რომელ ბრენდს ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელი სეზონის პიკზე. კვლევა ჩატარდა პირველიდან ათ ივნისამდე სუპერმარკეტ ,,პოპულის’’ 15 სავაჭრო ობიექტში, თბილისის 11 რაიონში.

თითოეულ სავაჭრო წერტილში დაფიქსირდა, თუ რომელი ბრენდის პროდუქცია ჰქონდა შეძენილი 65–75 ადამიანს.

კვლევა არ ითვალისწინებს გაყიდვების რაოდენობას და დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.

კვლევაში ჩართული იყო „პოპულის“ ქსელში არსებული 14 ბრენდი – კოკა კოლა, ფანტა, სპრაიტი, პეპსი, მირინდა, 7 აპი, ლიპტონი, ნატახტარი, ზანდუკელი, ზედაზენი, შხეფი, იბერია, ლაღიძე, ყაზბეგი.

შედეგები დაჯგუფებულია ბრენდების პოპულარობის და სქესობრივი სტრუქტურის მიხედვით. დანართის სახით იქნება წარმოდგენილი უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ბაზრის 2011 წლის მიმოხილვაც.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები