ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გასვლითი ვორკშოპი ყაზბეგში ,,კულტურები და სისტემები“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ვორკშოპში „კულტურები და სისტემები“ მონაწილეობისთვის. ვორკშოპი ჩატარდება 12-14 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის (ყაზბეგი) სასწავლო ბაზაზე.

ვორკშოპის მთავარი თემები იქნება:

  • ქართველ სტუდენტთა ღირებულებები;
  • ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა.

ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს. მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას ვორკშოპის თემებიდან უნდა შეარჩიოთ ერთ-ერთი და ისაუბროთ, რატომ გაინტერესებთ ეს საკითხი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/39XB8al

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის გამოიყენოთ ილიაუნის ელ.ფოსტა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 6 ივლისი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: cas@iliauni.edu.ge

2022 წელი

 

 

 

 

 

ბანერები