ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გასვლითი სკოლა ეროვნული გამოცდების შედეგებით მაღალქულიანი სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა 9 ოქტომბერს შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის 100 პირველკურსელი.

20-22 ოქტომბერს ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე გაიმართა შემეცნებითი ბანაკი სტუდენტების პირველი ნაკადისთვის. პროგრამაში ჩართული იყო ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტი. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • „აღმოჩენები ბუნებისმეტყველებაში და ტექნოლოგიების განვიარება – გიორგი დალაქიშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი)
  • „უფლების შინაარსი და მისი ისტორიული განვითარება“ – გიორგი ნონიაშვილი (სამართლის სკოლა)
  • „ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში“ – გიორგი ქემერტელიძე (ბიზნესის სკოლა)
  • „რელიგია და სახელმწიფო - სამოქალაქო რელიგია საქართველოში“ – ზვიად ზალიკიანი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)

გასვლითი სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის სტუდენტთა მეორე ნაკადი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის გასვლით სკოლაში მონაწილეობას 27-29 ოქტომბერს მიიღებს.

 

 

ბანერები