ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გასვლითი ბანაკი ილიაუნის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

2019 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე გაიმართება გასვლითი სკოლა თემაზე: „ფსიქოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის მნიშვნელოვანი საკითხები".

სკოლას გაუძღვებიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ლიონის ლუმიერის უნივერსიტეტის პროფესორები. იხილეთ განრიგი

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ფსიქოლოგიის მიმართულების მე-3 და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებს, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე.

მონაწილეობის მსურველებმა 18 მაისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია https://forms.gle/iioM4RLaMzuvfcMe8

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული (მოხსენებების ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)

გისურვებთ წარმატებას!

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები