ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“ – პროფესორ მერაბ სვანაძის საჯარო სემინარი

ღონისძიებები

24 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი მერაბ სვანაძე გამართავს სემინარს „გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“.

მომხსენებელი მიმოიხილავს გარემოში სითბოს გავრცელების კანონებს, კერძოდ, გააანალიზებს ფურიეს კლასიკური კანონიდან (1822) დაწყებული დღემდე არსებულ განზოგადებულ კანონებს, ამასთან ამ კანონებზე დაფუძნებულ თერმოდრეკადობის კლასიკურ და განზოგადებულ თეორიებსა და ამ თეორიების შედეგებს, დასასრულს განიხილავს პერსპექტიული კვლევების ძირითად მიმართულებებს.

პროფესორ მერაბ სვანაძის შესახებ: https://faculty.iliauni.edu.ge/business/svanadze-merab/

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები