ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

განათლების VI საერთაშორისო გამოფენა

ღონისძიებები

18-19 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათმდე ექსპო-ჯორჯიას მე-11 საგამოფენო პავილიონში გაიმართება VI საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ხარისხიანი განათლების საერთაშორისო პროვაიდერებს, საზღვარგარეთ სწავლის აგენტებსა და განათლების კონსულტანტებს.

განათლების მე-6 საერთაშორისო გამოფენაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც მიიღებს მონაწილეობას.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაწვრილებით გაეცნონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, აქტიურად ჩაერთონ სტენდზე მიმდინარე საინტერესო აქტივობებში და პირადადილიაუნის წარმომადგენლებისგან მიიღონ სასურველი ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის ინოვაციური პროექტების შესახებ.

გამოფენის დრო: 18-19 თებერვალი, 11:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ექსპო-ჯორჯიას მე-11 საგამოფენო პავილიონი (წერეთლის 118)

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები