ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

განათლების სკოლისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მასტერკლასები სკოლის მასწავლებლებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 30 აპრილს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ილიაუნის T კორპუსში სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის გამართავენ მასტერკლასებს.


სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

მოკლე აღწერა:

მასტერკლასის მონაწილეები გაეცნობიან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს (ქოუჩინგი, სასწავლო ჯგუფები, კრიტიკული მეგობარი, გაკვეთილის შესწავლა, მენტორინგი) და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სკოლის კონტექსტის გათვალისწინებით, იმსჯელებენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე სკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში.

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები

ხელმძღვანელები: განათლების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე, მოწვეული ლექტორი მარიკა კირვალიძე

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MFktJE

დრო: 30 აპრილი, 11:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


მასტერკლასი: კურიკულუმის დაგეგმვის და განვითარების ძირითადი პრინციპები

 მოკლე აღწერა: მასტერკლასზე განხილული იქნება თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი თემატური ერთეულის შექმნისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები და კურიკულუმის განვითარების პროცესში გამოსაყენებელი მიდგომები და ინსტრუმენტები.

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები

ხელმძღვანელი – მოწვეული ლექტორი ვიქტორია უშანგიშვილი

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mD3Xim

დრო: 30 აპრილი, 11:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


მასტერკლასი: რეფლექსიის როლი მოსწავლის თვითშეფასების უნარის განვითარებაში

მოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს რეფლექსიის გზითსწავლის პროცესის გაცნობიერებაში, ძლიერ მხარეთა იდენტიფიცირებასა და გასაუმჯობესებელ მხარეთა დაძლევის გზების მოძებნაში.

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები

ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ეკა ტყავაშვილი

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3ZYuFje

დრო: 30 აპრილი, 11:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


მასტერკლასი: ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენება სწავლებისას

მოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სწავლებაში ინტერდისციპლინური მიდგომების არსი, მისი სიკეთე მოსწავლეებში ჰოლისტური აზროვნების განვითარებისთვის და გამოყენების კონკრეტული მაგალითები.

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები

ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი, პროფესორი დავით მალაზონია

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/403r2Zd

დრო: 30 აპრილი, 11:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


მასტერკლასი: კითხვის დასმის ეფექტური სტრატეგიები

მოკლე აღწერა: მასტერკლასზე მიმოვიხილავთ კითხვის დასმის სტრატეგიებს, ერთ-ერთ ხშირად გამოყენებულ მეთოდს ნებისმიერი საგნის სწავლებისას, ასევე ეფექტურად როგორ დავსვათ შეკითხვა , როგორ ვუზრუნველყოთ, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა, როგორ შეიძლება შევცვალოთ გაბატონებული მოსაზრება, რომ ყველა კითხვაზე არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ პასუხები; გამოვიკვლევთ, რომელია „კარგი კითხვა“. მასწავლებლები გაეცნობიან ფოკუსირებულ დაკვირვების რუბრიკასაც, თუ როგორ იყენებენ კითხვის დასმის სტრატეგიებს, რაც სკოლაში თანამშრომლობით კულტურას, სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები

 ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mqGtx8

დრო: 30 აპრილი, 11:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


მასტერკლასი: კვლევის კომპონენტი გერმანული ენის სწავლებისას

მოკლე აღწერა: სასწავლო პროცესის წარმატებისა და ეფექტურობის შეფასება მასწავლებელს აძლევს საშუალებას, უკეთესად გაიცნოს და დახვეწოს თავისი სასწავლო პროცესი, რომლის კვლევაც დღეს მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და არახალია. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის კვლევასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე.

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლები

ხელმძღვანელი – პროფესორი ეკა შავერდაშვილი

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MEOp8H

დრო: 30 აპრილი, 11:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


მასტერკლასი: ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების სპეციფიკა ქართულენოვან გარემოში

მოკლე აღწერა: შეხვედრაზე მოკლედ იქნება მიმოხილული არაქართულენოვან და ქართულენოვან გარემოში ენის ბარიერები და განსხვავებული საჭიროებები; მეორე ენის სწავლების სპეციფიკა – ენობრივი უნარ-ჩვევებისა და გრამატიკა-ლექსიკის ინტეგრირებულად სწავლება; ენის ათვისების თავისებურებები საგნობრივ შინაარსთა ათვისების პარალელურად ბუნებისმეტყველების მასალის მაგალითზე.

სამიზნე ჯგუფი: არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლებისა და ბუნებისმეტყველებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის, ინტეგრირებულად სწავლებაში ჩართული დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის

 ხელმძღვანელი – ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე  

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/41qWPo4

დრო: 30 აპრილი, 11:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


  • რეგისტრაცია დასრულდება 26 აპრილს.
  • დარეგისტრირება შეგიძლიათ მხოლოდ ერთ მასტერკლასზე. 
2023 წელი
ბანერები