ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

განათლების სკოლის მასტერკლასები სკოლის მასწავლებლებისთვის - დილემებით სწავლება

ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფი: მასტერკლასი განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისთვის

მასტერკლასის ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: სოფიკო ლობჟანიძე, დავით მალაზონია

მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

მასტერკლასის მოკლე აღწერა: 

თანამედროვე განათლების პარადიგმა ეფუძნება მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობას, აღმოჩენების გზით ცოდნის შექმნასა და ღირებულებით განვითარებას. ამ შედეგის მისაღწევის ერთ-ერთი აპრობირებული და ეფექტური მიდგომა დილემებით სწავლებაა. მიდგომა ითვალისწინებს მორალური დილემის გადაჭრის გზების ძიებას, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთებას, მის ლოგიკურ და არგუმენტირებულ დასაბუთებას, რაც არსებული ინფორმაციის აკუმულირებისა და კვლევის გზით მიღებული ახალი ცოდნის გამოყენებით ხორციელდება. დილემებით სწავლება ასევე ხელს უწყობს ისეთი ღირებულებითი კატეგორიების განვითარებას, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, მრავალმხრივი, არასტერეოტიპული შეფასება, განსხვავებული აზრის მიმღებლობა, თანამშრომლობა, ჯანსაღი კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარება. 

საკითხების ჩამონათვალი:

  • რა არის დილემა და როგორ ჩამოვაყალიბოთ დილემა?
  • როგორ გამოვიყენოთ დილემა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციისა და ჩართულობის გასაზრდელად?
  • რამდენად და როგორ უწყობს ხელს დილემით სწავლება მოსწავლეებში ღირებულებების განვითარებას?
  • როგორ და რომელ სააზროვნო უნარებს ავითარებს მოსწავლეებში დილემით სწავლება?
*რეგისტრაცია დასრულებულია.
ბანერები