ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”განათლების ლიდერები 21-ე საუკუნეში”

ღონისძიებები

7 ოქტომბერს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამა გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე: ”განათლების ლიდერები 21-ე საუკუნეში”.

ლექციას ჩაატარებს კალიფორნიის ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის (UCLA) განათლების ექსპერტი ქალბატონი ბარბარა ნაითი. საუბარი იქნება განათლების თანამედროვე ლიდერების კომპეტენციებსა და სწავლად ორგანიზაციების შესახებ.

ლექცია ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის განვითარების პროექტის ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32, A101-ე აუდიტორია
ენა: ინგლისური
დასწრება: თავისუფალია ყველა მსურველისთვის.

ბანერები