ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია 4 მაისს

ღონისძიებები

2010 წ. 3 და 4 მაისს, 4 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამა ატარებს ღია პრეზენტაციას, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. 32 (ყოფილი "სულხან საბას" შენობა), პირველი სართული.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას განათლების ადმინისტრირების 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ (UCLA).

განათლების ადმინისტრირების პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიდერები, რომლებსაც ექნებათ საჭირო ცოდნა და შესაძლებლობები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მართონ განათლების სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი დაწესებულება ან პროცესი. პროგრამის დამთავრებულებს მაღალ დონეზე ეცოდინებათ განათლების სფეროს კვლევა, მენეჯმენტი, ეცოდინებათ განათლებასთან დაკავშირებული სოციალური კონტექსტების შესახებ. თეორიული კურსების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს საინტერესო პრაქტიკულ სამუშაოებს.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.>>

ბანერები