ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

განათლება უკეთესი დასაქმებისთვის – ჯანდაცვის დასაქმების კვირეული

ღონისძიებები

10-16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი დარგობრივი დასაქმების კვირეული ჯანდაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით.

ღონისძიება ტარდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

დაგეგმილია მასტერკლასები და ინტერაქციული საგანმანათლებლო და თანამშრომლობითი შეხვედრები, სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, კონფერენცია, ჯანდაცვის დარგობრივი კარიერული ფორუმი, რომელზეც კომპანიები გაეცნობიან დასაქმების მაძიებლებს და შესთავაზებენ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, აკადემიური პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებსა და დამსაქმებლებს საქართველოს მასშტაბით ეძლევათ შეხვედრის შესაძლებლობა ცოდნის გაზიარების, პროფესიული კონტაქტების დამყარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

კვირეულის ღონისძიებები:

10-12 მარტი - მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3QzEulk

13 მარტი - მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/43aPqxu

14 მარტი - ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/41HwQvP

15 მარტი - კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/4ifnAVe

16 მარტი - ჯანდაცვის დასაქმების ფორუმი
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/41iHJCK

დრო: 10-16 მარტი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1


საკონტაქტო ინფორმაცია:

HealthBridge@iliauni.edu.ge
ეკა პაატაშვილი 577288890
ანა ჩვამანია 555187788
თამუნა ბაუჟაძე 577755986

2025

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები