ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევიდან პრაქტიკამდე“ მონაწილეობის მისაღებად

ახალი ამბები

2022 წლის 29-31 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საუნივერსიტეტო სწავლების გაუმჯობესების (IUT) პროგრამის მიერ ორგანიზებულ 47-ე ყოველწლიურ ჰიბრიდულ კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

კონფერენციის თემატიკა

რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ კარგმა პედაგოგიურმა კვლევამ სწავლება გააუმჯობესოს? რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ პროცესის უწყვეტობა უზრუნველყოთ – აუდიტორიაში მიღებული ინფორმაცია პრაქტიკაში იქნეს გამოყენებული და ამ პროცესმა ხელი შეუწყოს ახალი კვლევითი კითხვების ფორმირებას, რომლებიც ახალი ინფორმაციის მოძიების საჭიროებას გააჩენს და ამგვარად შევძლებთ, გავერკვეთ, რა გვგონია, რომ „ვიცით“, რა მიმართულებები უნდა მიეცეს ახალ კვლევას, რათა უკეთ ვემსახუროთ სტუდენტებსა და სწავლების პროცესში ჩართულ პირებს ყოველდღიური საქმიანობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ შეუძლია 21-ე საუკუნის კვლევას განაგრძოს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება. 

ეს კითხვები გასდევს ლაიტმოტივად IUT კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. 

განაცხადების მიღებასთან დაკავშირებული დეტალები

კონფერენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაგრძელდება 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. 

განაცხადები მიიღება სხვადასხვა ფორმატით – შესაძლებელია ჰქონდეს ნაშრომის, პლაკატის, დისკუს-პანელის, სამუშაო შეხვედრისა და მრგვალი მაგიდის ფორმა.

დეტალური ინფორმაცია განაცხადების მიღებასა და კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე: www.iutconference.com.

2021 წელი

 

ბანერები