ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გამომცემლობა „შპრინგერის“ რედაქტორის, მიხაელ ლოიხნერის, საჯარო ლექცია: როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო წიგნები და სტატიები

ღონისძიებები

16 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გამომცემლობა „შპრინგერის“ (Springer) გეოგრაფიისა და კლიმატის რედაქტორი, დრ. მიხაელ ლოიხნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო წიგნები და სტატიები“.

ლექციის დასრულების შემდეგ მიხაელ ლეხნერი ამ თემასთან დაკავშირებით გაუწევს ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.

ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

მომხსენებლის შესახებ

მიხაელ ლოიხნერი „Springer Nature“-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა, გეოგრაფიისა და გარემოს გამომცემელი რედაქტორია. ის პასუხისმგებელია როგორც წიგნების გამოცემაზე, ასევე ჟურნალების მენეჯმენტზე. 2015წლამდე იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ეკოკლიმატოლოგიის პროფესორი, მანამდე კი ფიზიკური გეოგრაფიისა და ლანდშაფტის ეკოლოგიის პროფესორი აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტში(გერმანია). ასევე იყო მიუნხენისა (გერმანია) და ჰიუსტონის (აშშ) უნივერსიტეტების მკვლევარი.

დრო: 16 მარტი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები