ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გამოფენა/ღონისძიება - “გერმანული - იდეების ენა”

ღონისძიებები

2010 წლის 14 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება, სახელწოდებით “გერმანული - იდეების ენა” (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. #32, კორპუსი A, ოთახი #101).

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (Deutscher Akademischer Austausch Dienst DAAD).

ღონისძიებაზე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთი გურჩიანი და დოქტორანტი ლევან ღამბაშიძე ისაუბრებენ გერმანული ენისა და მისი მნიშვნელობის, ასევე გერმანიაში სწავლის შესახებ.

ღონისძიების პარალელურად გაიმართება იმ წიგნების გამოფენა, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ორგანიზაციებმა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD, გერმანული კვლევის საზოგადოება DFG, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში) და კერძო პირებმა (ვინფრიდ ბოედერი, გიგა ზედანია, გიგი თევზაძე, მიხეილ თუთბერიძე, მარინა ადამია, მზია გვენცაძე) გადასცეს. გარდა ამისა, გამოფენილი იქნება ასევე გერმანულენოვანი წიგნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება წიგნები კულტურის კვლევების, ფილოსოფიის, ლინგვისტიკის, სოციალური მეცნიერებების სფეროდან. 

წიგნების გამოფენა გაგრძელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, კორპუსი F, პირველი სართული) და მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ერთი თვის განმავლობაში. 

 

 

ბანერები