ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

GameJam Iliauni

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, 14-15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს საქართველოში პირველ ონლაინ GameJam Iliauni-ს, რომელიც კომპიუტერული თამაშების განვითარებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს აერთიანებს.

მონაწილეობის პირობები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.
  • სარეგისტრაციო ფორმა:  https://goo.gl/JNjNdM
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 23:59 საათი

თამაშის წესები:

  • რეგისტრაციის დასრულებისთანავე, GameLab-ის ფეისბუქ-გვერდზე და  GameJam Iliauni-ის ივენთის გვერდზე გამოცხადდება თემა, რის მიხედვითაც უნდა შეიქმნას თამაშის პროტოტიპები.
  • GameJam Iliauni-ს წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეები შეზღუდულ დროში (48 საათში) შექმნიან თამაშების პროტოტიპებს სხვადასხვა პლატფორმისათვის (Android, ios, Web, PC).
  • მოთამაშეებმა თავიანთი ნამუშევრები უნდა ატვირთონ სერვერებზე (Dropbox, Google Drive, Wetransfer) და ბმულები სათაურით - iliauni Game Jam - გამოგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: gamelab@iliauni.edu.ge
  • სავალდებულოა შემდეგი ფაილების გადმოგზავნა:
  • მინიმუმ, 3 თამაშის screenshot;
  • ios, android, web, PC სისტემებზე გაშვებადი (დაბილდული) თამაში; 
    • თამაშის სამუშაო ფაილი (Project file Zip ფორმატში), რომლის კონფიდენციალურობაც დაცული იქნება;
    • Gameplay-ს 1-წუთიანი ვიდეორგოლი;
    • თამაშის მოკლე ტექსტური აღწერა. 

გამარჯვებულთა გამოვლენა და პრიზები:

გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური (IGDA Georgia) 20 ნოემბერს. პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებს მასტერკლასს ჩაუტარებს Stormbringerstudios.

შენიშვნა 1: კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის გუნდები, რომლებიც 13 ნოემბრის 23:59 საათამდე მოასწრებენ რეგისტრაციის გავლას.

შენიშვნა 2: გუნდი, რომელიც 15 ნოემბრის 23:59 საათამდე ვერ მოასწრებს ზემოთ მოცემული ფაილების ატვირთვას, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

შენიშვნა 3: თამაში, რომელიც კონკურსამდე იყო შექმნილი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

557 708 807 მიხეილ ბერიანიძე

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები