ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

ღონისძიებები

13 ივლისს, 17:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული, საქართველოს ჩემპიონატების "ხელშეკრულებების შედგენა" და "კაზუსების შედგენა"-ში ფინალური ეტაპის გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოვება.

ორივე ჩემპიონატი არის უნივერსიტეტთაშორისი ხასიათის. ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სამართლის (იურიდიული) ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.

კაზუსების შედგენაში ჩემპიონატის მონაწილეებს მიეცათ ინდივიდუალური დავალებები. რაც გულისხმობდა, (სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სისხლის სამართლის) მიმართულებების მიხედვით (თითოეულ დავალებაში მითითებულ) სამართლის ნორმებზე დაყრდნობით კონკრეტული კაზუსების შექმნაში (შედგენაში), რომლის ამოხსნის დროსაც გამოყენებულ იქნება დავალების მიცემის დროს განსაზღვრული სამართლის ნორმები.

ხელშეკრულებების შედგენის ჩემპიონატის მონაწილეებს ასევე მიეცათ დავალება, რომელიც გულისხმობდა, კონკრეტული კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით, მისთვის სასურველი ხელშეკრულების შედგენას.

საქართველოს ჩემპიონატი კაზუსების შედგენაში (2011) გამარჯვებულები არიან:

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება:

1.    თეონა ფურცხვანიძე - 27 ქულა;
2.    გიორგი პაპკიაური - 25 ქულა;
3.    ვარლამ ჭიპაშვილი - 23 ქულა.

სისხლის სამართლის მიმართულება:
1.    თია კარჭაული - 29 ქულა;
2.    მარიამ ნანობაშვილი - 27 ქულა;
3.    ვადიმ კარახანოვი - 21 ქულა.

სამოქალაქო სამართლის მიმართულება:
1.    ავთანდილ ნაცვალაძე - 26 ქულა;
2.    ვარლამ ჭიპაშვილი - 22 ქულა;
3.    მარიამ ქებაძე - 21 ქულა.

საქართველოს ჩემპიონატი ხელშეკრულებების შედგენაში (2011) გამარჯვებულები არიან:

1.    ანა ბექაური - 27 ქულა;
2.    გვანცა ლომიძე - 25 ქულა;
3.    თათია რაზმაძე - 18 ქულა;

ბანერები