ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში ნილს სკოტის საჯარო ლექცია – ადამიანის უფლებათა კვირეული ილიაუნიში

ღონისძიებები

8 დეკემბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.

თემა: „ადამიანის უფლებებისთვის განვლილი 70 წელი“

მომხსენებლის შესახებ

ნილს სკოტი გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოში დანიშვნამდე იგი ჟენევაში, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისში (OCHA), დახმარების მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, ხოლო მანამდე კატასტროფებისა და დაზარალებულთა დახმარების პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისში (OCHA) მუშაობის პერიოდში ნილს სკოტი ასრულებდა ჰაიტის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობას 2010 წლის მიწისძვრის შემდგომი რეაგირების დროს და კოტ დიუარის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობას 2011 წლის კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისას.

ნილს სკოტი აგრეთვე ხელმძღვანელობდა გაეროს სუდანის მისიის დარფურის რეგიონულ ოფისს და ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისს ჩრდილოეთ დარფურში.

თხუთმეტი წლის მანძილზე ნილს სკოტს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციაში (IFRC): ოპერაციების კოორდინატორი, წამომადგენელი/დელეგაციის ხელმძღვანელი ჰაიტიში, რეგიონული დელეგაციის ხელმძღვანელი დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, რეგიონული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე შუა აზიაში, პროგრამის კოორდინატორი ვუკოვარში, კოორდინატორი ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში და ლოჯისტიკის ოფიცერი ხორვატიაში. 

ნილს სკოტი ასევე მოღვაწეობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 8 დეკემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები