ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გაცვლითი პროექტების პრეზენტაცია

ღონისძიებები

26 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი #32) გაიმართება პრეზენტაცია უნივერსიტეტში მიმდინარე გაცვლითი პროექტების ALRAKIS II და ELECTRA შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, პოსტდოქტორანტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში გამარჯვებულებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია:

მობილობის ტიპი         სტიპენდია     
 ბაკალავრები      1 000 €   
 მაგისტრანტები  1 000 €
 დოქტორანტები  1 500 €
 პოსტ-დოქტორანტები  1 800 €
 აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი           2 500 €

სწავლის, მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს ფარავს პროგრამა.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F303, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge  / electra@iliauni.edu.ge.

ბანერები