ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ფსიქოზი 4:48” წინასაპრემიერო ჩვენება

ღონისძიებები

კვირას, 29  ივლისს 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება ცნობილი ბრიტანელი დრამატურგის სარა კეინის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ფსიქოზი 4:48” წინასაპრემიერო ჩვენება.

როდესაც საზოგადოებრივი ნორმები არ გაკმაყოფილებს, როდესაც მარტო რჩები და საკუთარი გაორება თავს გახვევს იმ წესებს, რომელზეც უარი გაქვს ნათქვამი, იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის... კი თუ არა?!.. სიცოცხლე საზოგადოებრივ ფორმატში, თუ სიკვდილი, როგორც თავისუფლება?! კი თუ არა... კი თუ არა... კი თუ არა?!...

რეჟისურა, მხატვრობა და მუსკალური გაფორმება ბუბა ბასიშვილისა და გოგა ქაჩიბაიასი

ტექნიკური რეჟისორი - მარადია ცაავა

მონაწილეობენ:  ეკა აბშილავა, მაშო მელქაძე

სპექტაკლი დაფინანსებულია ქალაქ თბილისი მერიის მიერ

განსაკუთრებული მადლობა ბრიტანეთის საბჭოს, მარჯანიშვილის თეატრსა და  კავშირს ”პილოტები”

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი - theatre@iliauni.edu.ge, ტელ.: 229 47 17; 577 509199, ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - pr@iliauni.edu.ge

ბანერები