ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ფსიქოზი 4:48” პრემიერა

ღონისძიებები

22, 23 და 24 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება ცნობილი ბრიტანელი დრამატურგის, სარა კეინის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ფსიქოზი 4:48” პრემიერა

როდესაც საზოგადოებრივი ნორმები არ გაკმაყოფილებს, როდესაც მარტო რჩები და საკუთარი გაორება თავს გახვევს იმ წესებს, რომელზეც უარი გაქვს ნათქვამი, იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის... კი თუ არა?!. სიცოცხლე საზოგადოებრივ ფორმატში, თუ სიკვდილი, როგორც თავისუფლება?! კი თუ არა... კი თუ არა... კი თუ არა?!.

რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება – ბუბა ბასიშვილი და გოგა ქაჩიაბაია
ფოტო
– ფიქრია გოგინაშვილიტექნიკური რეჟისორი
- მარადია ცაავამონაწილეობენ:  ეკა აბშილავა, ნინო ლეჟავა
სპექტაკლი დაფინანსებულია ქალაქ თბილისი მერიის მიერ
დადგმის უფლება გაცემულია Casarotto Ramsay & Associates Ltd-ს მიერ.
განსაკუთრებული მადლობა ბრიტანეთის საბჭოს, მარჯანიშვილის თეატრსა და  კავშირს ”პილოტები”.

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი - theatre@iliauni.edu.ge, ტელ.: 229 47 17; 577 509199 ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - pr@iliauni.edu.ge

თეატრის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 2010 წელს დაარსდა. ეს არის პირველი პროფესიული თეატრი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც სპექტაკლებს ქმნიან როგორც გამოცდილი რეჟისორები მოწვეულ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ასევე ახალბედა ხელოვანებიც, რომლებიც მხოლოდ ახლა ეუფლებიან ამ ურთულეს პროფესიას. თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპზე.

ავტორის შესახებ

სარა კეინი ბრიტანელი დრამატურგია. მისი შემოქმედება მოიცავს ხუთ პიესას, მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარსა და გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ ორ სტატიას. თავიდან პოეტობას აპირებდა, მაგრამ მერე ბრისტოლის უნივერსიტეტში დრამატურგიის განხრით სწავლა გადაწყვიტა და თეატრში მონახა საკუთარი თავი. „თეატრს მახსოვრობა არა აქვს, ამიტომ იგი გამორჩეულად ეგზისტენციალისტური ხელოვნებაა. სულ ვუბრუნდები თეატრს იმ იმედით, რომ ერთ–ერთ ჩაბნელებულ დარბაზში ბოლო–ბოლო ისეთ რამეს მაჩვენებენ, რაც ჩემს მახსოვრობაში ჩაიბეჭდება“, - წერდა კეინი. მის დებიუტს ბრიტანულ თეატრალურ სამყაროში უზარმაზარი სკანდალი მოჰყვა. კრიტიკოსებმა მის პირველ პიესას „Blasted” „უსაზიზღრესი“ უწოდეს. თუმცა კეინის დრამატურგიამ, რომელიც სიყვარულს, სიკვდილს, სექსს, სიგიჟესა და ძალადობას ეხება, თანამედროვე რეჟისორებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, ხოლო ბრიტანულმა თეატრმა Royal Court მისი და მარკ რავენჰილის აღმოჩენისათვის ევროპის თეატრალური პრემია „ახალი რეალიები“ მიიღო.

სარა კეინმა 38 წლის ასაკში მოიკლა თავი.

Casarotto Ramsay & Associates Ltd სარა კეინის პიესების დადგმის უფლების გაცემისას კრძალავს ავტორის უხამსი ლექსიკის შერბილებასა და ამოღებას ტექსტიდან.

ბანერები