ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფსიქოანალიზის საზაფხულო სკოლა: „ნევროზი, ტრავმა და განვითარების საკითხები“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ფსიქოანალიზის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო სკოლის თემაა: „ნევროზი, ტრავმა და განვითარების საკითხები“.

სკოლა ჩატარდება 2017 წლის 27 -31 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევითი ცენტრის ბაზაზე. სკოლის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ფსიქოანალიტიკოსები და ფსიქოთერაპევტები და ამსტერდამის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფსიქოანალიტიკოსები:

  • იაკობ უბელსი - საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსი, ნიდერლანდების ფსიქოანლიტიკური საზოგადოების ექსპრეზიდენტი;
  • ვოუტერ გომპერტსი - საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსი;
  • სილვია ჯანსონი - საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ანალიტიკოსი, ტრენინგ-ფსიქოანალიტიკოს-ფსიქოთერაპევტი, ამსტერდამის ფსიქოანალიზის საზაფხულო უნივერსიტეტის კოორდინატორი;
  • ხათუნა ივანიშვილი - საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ანალიტიკოსი, ილიაუნის მოწვეული პროფესორი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თავმჯდომარე.

სკოლის მუშაობა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: თეორიული ლექციები, დისკუსია თემის გარშემო, ჯგუფური მუშაობა, კლინიკური შემთხვევის განხილვა, კლინიკური ვორკშოპი, ფილმის ჩვენება და ფსიქოანალიტიკური განხილვა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკოსების მიერ დამოწმებულ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

მონაწილეები გადაიხდიან მხოლოდ მგზავრობის საფასურს დედოფლისწყაროში და უკან. დანარჩენ ხარჯებს დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.

 კონკურსის პირობები

საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებს. სტუდენტებმა უნდა წარადგინონ:

  • საკონკურსო ნაშრომი „როგორ მესმის ტრავმა“ (სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა 1500);
  • სამოტივაციო წერილი „რატომ მსურს ამ სკოლაში მონაწილეობის მიღება“;
  •  პირადობის მოწმობის ასლი;
  • ნიშნების ფურცელი (დამოწმებული სასწავლებლის ბეჭდით).

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი და დასახელებული საბუთები უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: tamarazmaiparashvili@yahoo.com; iv_khatuna@yahoo.com

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა: 8 ივნისი.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, თამარ აზმაიფარაშვილი (საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება)

ელფოსტა: tamarazmaiparashvili@yahoo.com

ტელ.: 595 558227

ბანერები