ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა „სერვისებზე ხელმისაწვდომობა: ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს“. 

ღონისძიება ანტისტიგმა კამპანიის ნაწილია და მისი მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების განხილვა, გავრცელებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი დახმარების ძიების მნიშვნელობის ხაზგასმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის შემცირება.

როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები, მაგალითად, მიწისძვრა ან საომარი მოქმედებები, სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ასევე ამ სირთულეების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიება ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპასის (COMPASS-GE)“ ფარგლებში.

დღის წესრიგი

13:00 – 15:00: ვორკშოპი „ფსიქოლოგიური პირველი დახმარება“ (აუდიტორია F303)

ვორკშოპის მიზანია მონაწილეებს გააცნოს კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს ფსიქოლოგიური პირველი დახმარების მნიშვნელობა, რაც საჭიროა დაზარალებულისთვის მყისიერი და ეფექტური მხარდაჭერისთვის.

ვორკშოპს გაუძღვება ფსიქოლოგი ანა პაპავა, ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი.

რეგისტრაცია: https://forms.gle/abnASCpjwjNmNNX89

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15

სესიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

16:00 – 18:00: დისკუსია და პრეზენტაციები (ლიგამუსი)
ღონისძიებაზე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს.

  • „ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და საომარი სიტუაციების დროს და წლების შემდეგ – სიტუაცია საქართველოში“
    მომხსენებელი: ნინო მახაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი
  • ბროშურის „ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს“ პრეზენტაცია
    მომხსენებელი: ანა პაპავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ფსიქოკონსულტანტი
  • ვიდეოს  „რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობა?“ პრეზენტაცია
    მომხსენებელი:  ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი-ფსიქიატრი

დასწრება თავისუფალია.

2025

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები