ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში: საჯარო ლექცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოში

ღონისძიებები

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანება „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ორგანიზებას უწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს.

კვირეული გაიხსნება საჯარო ლექციით 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”.

საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრებს 5 მომხსენებელი:

  • ლელა გვიშიანი, იურისტი (EMC) - გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლი;
  • ნათელა ბახტაძე, „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წევრი - ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა საჭიროებები, არსებული სერვისები და ოჯახური საცხოვრისის განვითარების ხელშეწყობა;
  • ნინო ოდიშარია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დეპარტამენტის უფროსი - შშმ პირთა მომსახურება, რეალობა და სამომავლო გეგმები;
  • გიორგი მინასოვი, სოციალური მუშაკი - სოციალური მუშაკის როლი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
  • ირინა ობოლაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი - სახალხო დამცველის როლი და ხედვა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რეკომენდაციები დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სხვა საჯარო და სამოქალაქო პირები, სფეროს ექსპერტები და სტუდენტები.

საჯარო ლექციაზე ნაჩვენები იქნება ორგანიზაციის მიერ მომზადებული მოკლე სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც სლოგანით - „დაინახე, დამინახე, მაღიარე“ - მაყურებელს მოუწოდებს გაიაზრონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების წინაშე არსებული სირთულეები, აღიქვან ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და თანასწორუფლებიანებად.

დრო: 6 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.


ბანერები