ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ფსიქიატრია დღეს: საავადმყოფოს გარე სერვისები

ღონისძიებები

17 ოქტომბერს  (09:30-17:00 საათი, 106 - ე საკონფერენციო დარბაზი, გ. წერეთლის 2) ორგანიზაცია "ხიდი დასავლურ და აღმოსავლურ ფსიქიატრიას შორის" (Bridging Eastern and Western Psychiatry) ინიციატივით გაიმართება კონფერენცია   „ფსიქიატრია დღეს: საავადმყოფოს გარე სერვისები“.

Bridging Eastern & Western Psychiatry (BE&WP) წარმოადგენს პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2002 წელს მარია ლუიზა ფიგუერასა (Maria Luisa Figueira) და მარიო დი ფიორინოს (Mario Di Fiorino) მიერ. ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის არიან ასევე სტიპენდიანტები ფსიქიატრიისა  და ფსიქოლოგიის დარგში, ძირითადად ევროპული უნივერსიტეტებიდან. ასოციაციის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს აკადემიური კვლევების ხელშეწყობა, აღმოსავლელ და დასავლელ ფსიქიატრებს შორის ურთიერთობების გაღრმავება პროფესიული თავისუფლების პრინციპების დაცვით. ორგანიზაცია „ხიდი დასავლურ და აღმოსავლურ ფსიქიატრიას შორის“ გამოსცემს ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალს ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე სან-დიეგოს აფექტური აშლილობების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ჰაგოპაკისკალი (Hagop Akiskal),რომელიც ცნობილია თავისი კვლევებით ბიპოლარული აშლილობებისა და ტემპერამენტის დარგში.

კონფერენციის ჩატარებას ქართული მხრიდან ხელს უწყობენ ორგანიზაციები:

საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია

გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი

ფსიქიკური  ჯანმრთელობის  საუნივერსიტეტო რესურს ცენტრი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იხილეთ პროგრამა>>>

ბანერები