ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

FrontSpot MeetUp

ღონისძიებები

20 ივნისს FrontSpot Georgia-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის.


სპიკერების შესახებ:

  • ისკანდერ შარიპოვი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი

თემა JS necromancy: re-animating dead images using shaders

პრეზენტაციის შინაარსი: სპიკერი განიხილავს ფრაგმენტების ჩრდილებს, რას აკეთებს და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება. თქვენ შექმნით სხვადასხვა ეფექტს ჩრდილებისა და WebGL-ის გამოყენებით, ასევე ნახავთ, როგორ არის ინტეგრირებული ჩრდილები JS თამაშის ძრავებში, მაგალითად, pixiJS-ში.

  • ალიაქსანდრ ერახავეცი, უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი

თემა OAuth 2.0. How secure is your mobile login?

პრეზენტაციის შინაარსი: დღეს, mobile world-ის ეპოქაში, სულ უფრო რთულდება მომხმარებლის მონაცემთა დაცვა, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა უსაფრთხო აპლიკაციებზე. ამიტომ აუცილებელია, არ ჩამორჩეთ სიახლეებს და ფლობდეთ ინფორმაციას OAth 2.0-ის განვითარებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

მომხსენებელი განიხილავს OAuth 2.0 სამუშაო პროცესს და ინტეგრაციას, ისაუბრებს შეცდომებზე, რომელთაც ყოველდღიურად ვუშვებთ ცხოვრებაში მონაცემთა დაცვის დროს, და ბოლოს: შეისწავლით საუკეთესო პრაქტიკას მობილური აპლიკაციების უსაფრთხოებისთვის.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 20 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

 2023 წელი

ბანერები