ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

FrontSpot Georgia & Qase Offline MeetUp #3

ღონისძიებები

1 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერითა და ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia-ს პარტნიორობით გაიმართება FrontSpot საქართველოს მესამე შეხვედრა.


შეხვედრას გამართავენ

  • ანდრეი საველევი, Lead Software Engineer - Boost your DX with NX.

მომხსენებელი განიხილავს NX-ის შესაძლებლობას, როგორ შეიქმნა რთული აპლიკაცია, რომელსაც 6 თვე დასჭირდა დასაწყისიდან სამუშაო ვერსიამდე,

 შეეხება მონორეპოს მენეჯმენტის ავტომატიზებას, დამოკიდებულებათა მართვას, შემსრულებელთა მორგებას  ან საკუთარი მენეჯმენტის ექმნას, ასევე მოდულებისა და კომპონენტების გენერირებას,

ასევე, როგორ გამოიყენება ფუნქციები პროდუქტიულობის, კოდის ხარისხისა და შენარჩუნების გასაზრდელად.

  • ილია ფილინინი, „როგორ დავიწყოთ ავტოტესტებით?

ილიას მოხსენება შეეხება ავტომატური ტესტირების სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის მის სარგებელს, სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებას, კლიენტის დარწმუნების სტრატეგიებს ავტომატური ტესტირების დანერგვის კუთხით და იმის განსაზღვრას, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ტესტების დაწერასა და შესაბამისი ენებისა და ჩარჩოების არჩევაზე.

მომხსენებელი განიხილავს ავტოტესტირების ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს, რომლებსაც ახალბედები აწყდებიან, და მათი გადაჭრის გზებს, ასევე სატესტო შემთხვევათა შექმნის აუცილებლობას, საერთო შეცდომებსა და რჩევებს ტესტის კომპლექტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 1 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები