ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

FRONTSPOT GEORGIA OFFLINE MEETUP FRONTSPOT საქართველოს სამუშაო შეხვედრა

ღონისძიებები

18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება FrontSpot საქართველოს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტნიორობას გაუწევს ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia.

შეხვედრას გამართავენ:

ევგენი ბორდუნოვი, წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – V8 memory management

მოხსენების თემა: მოხსენება შეეხება V8 მეხსიერების მენეჯმენტს – როგორ იყენებს და, საჭიროების შემთხვევაში, ათავისუფლებს V8 მეხსიერებას. გავიგებთ მეტს ე.წ. ნაგვის შეგროვების მექანიზმების შესახებ და თუ რა გავლენა აქვს ამ პროცესებს აპლიკაციებზე.

ვიტალი შაროვატოვი, Developer advocate at Qase.io – Your reputation precedes you, doesn’t it?

მოხსენების თემა: რეპუტაცია სხვების აზრია შენ შესახებ. რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს კარგი აზრი შენზე, მით უკეთესი ხარ. რამდენიმე გზა არსებობს რეპუტაციის შესაქმნელად და მოხსენებაში განხილული იქნება ყველა მათგანი.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია.

შეხვედრის ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი (T კორპუსი), დიდი აუდიტორია (102)

როდის: 18 ნოემბერს, 18:00-20:30 საათი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3Ed21C5

2022 წელი

ბანერები