ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრენსის ფუკუიამას წიგნის ,,პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა" თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2 ივნისს, 14:40 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე, გაიმართება ფრენსის ფუკუიამას წიგნის ,,პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა" თარგმანის პრეზენტაცია.

წიგნს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თეო ყაველაშვილი და პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით აფრასიძე.

წიგნის თარგმნაზე მუშაობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და თანამშრომლები, კერძოდ: გია ნოდია, დავით აფრასიძე, გიორგი გვალია, ბიძინა ლებანიძე, ანა მიქაუტაძე, თამარ ქუმსიაშვილი. რედაქტორები: გია ნოდია, დავით აფრასიძე.

წიგნი ითარგმნა საქართველოში ამერიკის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში და გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში.


დრო: 2 ივნისი, 14:40 საათი.

ადგილმდებარეობა: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი (წერეთლის გამზ. 118).

ბანერები