ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანსის რიშარის საჯარო ლექცია „კოდიკოლოგია და ხელნაწერების შესწავლა ირანისტიკის სამსახურში.“

ღონისძიებები

4 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვევით ფრანგი მკვლევარი ფრანსის რიშარი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კოდიკოლოგია და ხელნაწერების შესწავლა ირანისტიკის სამსახურში.“

უამრავი სპარსული ხელნაწერი ინახება სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მათი კატალოგიზაციისა და დიგიტალიზაციის პროცესი მეტ-ნაკლებად სრულად მიმდინარეობს. ეს კვლევისთვის დიდ შესაძლებლობებს ქმნის. ამასთან ხელნაწერებში არსებული მასალების, როგორც უნიკალური არტეფაქტების, ხელწერის, პატრონაჟისა და და სკრიპტორიუმის, ბიბლიოთეკების შესწავლა, ყურადღების გამახვილება წიგნებში არსებულ შენიშვნებზე, ე. წ „კოდიკოლოგიის“ ელემენტებია და ისტორიკოსებისთვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

მომხსენებლის შესახებ

ფრანსის რიშარი 1974-დან 2003 წლამდე იყო სპარსული ხელნაწერების მთავარი მცველი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შემდგომ – ისლამური ხელოვნების დეპარტამენტის დირექტორი ლუვრის მუზეუმში (2003-2006), პარიზის ენებისა და ცივილიზაციების უნივერსალური ბიბლიოთეკის (BULAC) სამეცნიერო დირექტორი და ცენტრალურ აზიაში ფრანგული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (2010-2013). მეცნიერი არაერთი  წიგნის, ხელნაწერების კატალოგის, სტატიების ავტორია.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 4 მაისი, 16.00 საათი

ადგილმდებარეობა: S201/202 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები