ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ილიაუნიში

ღონისძიებები

16-31 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობამ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმა ფრანკოფონიის დღეები.

ფრანკოფონია, მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია, აერთიანებს 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს.

ფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან.

ორგანიზაციის დევიზია „თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა“ („égalité, complémentarité, solidarité“).


განრიგი

ბაშირ ტამსირ ნიანის ონლაინმოხსენება

სამუშაო ენა: ფრანგული
დრო: 16 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
ვრცლად: https://bit.ly/3mCK8rc

_____________________________________________________________________________________________

ქართულ-ფრანგული პოეზიის საღამო

სამუშაო ენა: ფრანგული
ფორმატი: ჰიბრიდული
დრო: 29 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 
ვრცლად: https://bit.ly/3JqFuFG

_____________________________________________________________________________________________

ფრანკოფონული ქვეყნების გაცნობა

სამუშაო ენა: ფრანგული
ფორმატი: ჰიბრიდული
დრო: 31 მარტი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32
ვრცლად: https://bit.ly/3JqBdCd

ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები